LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამი ჯასტინ ტიმბერლეიკი პაპარაცებზე გაბრაზდა

39

სამაგალითო მეოჯახე ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელიც არასოდეს გამოირჩევა ფეთქებადი ხასიათით, რამდენიმე დღის წინ პაპარაცებს ეჩხუბა, რომლებიც რამდენიმე კადრის გადაღებას ცდილობდნენ. TMZ-ის ინფორმაციით, მომღერალი ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და როგორც ჩანს, კონფლიქტის მიზეზიც ეს გახდა.

ტიმბერლეიკმა მანქანაში ჩაჯდომამდე ჟურნალისტს მიმართა:

„მოგეცით საშუალება, გადაგეღოთ რამდენიმე კადრი, როდესაც კონცერტზე მოვედი. თუ ზარმაცები ხართ და მაშინ დაგეზარათ ფოტოების გადაღება, თქვენი ბრალია,“ – უთხრა ჟურნალისტებს გაღიზიანებულმა მომღერალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები