ნეაპოლში მდებარე რესტორანი პიცაზე ფასს 1 ევრომდე დააგდებს, როდესაც იგუაინი ”იუვენტუსში” ტრავმას მიიღებს.
ამ რესტორანს Show Pizza ქვია და ასეთი სისხლიანი პრომოაქცა მოიფიქრა: პიცა ”მარგარიტა” 1 ევრო ეღირება, ოღონდ ამისათვის მოღალატე გონსალო იგუაინმა ”იუვეს” რიგებში ტრავმა უნდა მიიღოს.
მოგეხსენებათ, ახლახან არგენტინელი ფორვარდი ”ნაპოლიდან” მოსისხლე ”იუვენტუსში” იტალიისთვის სარეკორდო თანხად – 90 მილიონ ევროდ გადავიდა.