ნერონის ოქროს სახლი 8-წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა. რომის ერთ-ერთი ყველზე მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვას დამთვალიერებლები 4 თებერვლიდან შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ სასახლე ნერონმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 64 წელს თავად ააგო. მანვე გააშენა ვენახი, დარგო ხილის ხეები და შექმნა ულამაზესი ხელოვნური ტბა. ისტორიკოსთა გადმოცემით, სასახლე განსაკუთრებული ფუფუნებით გამოირჩეოდა, 300-მდე ოთახის კედლები მთლიანად ძვირფასი ქვებითა და ოქროთი იყო მოპირკეთებული. რეკონსტრუქციის შედეგად კი ვიზიტორები ანტიკური სასახლის დეტალურად დათვალიერებას ვირტუალური სათვალის გამოყენებით შეძლებენ. საინტერესოა, რომ პროექტი იტალიის კულტურის სამინისტროს 18 მილიონი ევრო დაუჯდა.