LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში „ზონა 30“-ის გაზრდას აპირებენ

112
ნიდერლანდებში „ზონა 30“-ის გაზრდას აპირებენ

2025 წლიდან ნიდერლანდებში, კერძოდ კი როტერდამში, 115 გზაზე ავტომობილებისთვის მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრამდე შეიზღუდება. მიზანი ავტო საგზაო შემთხვევების შემცირებაა.

მსგავსი შეზღუდვა უკვე მოქმედებს ქალაქის გზების ნახევარზე მეტზე. დარჩენილ ნაწილზე სიჩქარე საათში 50 კილომეტრამდეა შეზღუდული.

გზები, რომლებიც „ზონა 30“-ს დაემატება ან გადატვირთული რაიონების სიახლოვეს მდებარეობს, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ანდაც ისეთ ადგილებშია სადაც მაღაზიები, რესტორნები და კაფე-ბარებია მრავლად. მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ამ გზებზე ახალ საგზაო ნიშნებს დადგამენ და მწოლიარე პოლიციელებსაც დაამატებენ.

გზებზე სიჩქარის შეზღუდვის რეკომენდაციას ევროპის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო იძლევა. მსგავსი შეზღუდვები უკვე ამოქმედდა ბევრ ევროპულ დედაქალაქში – მაგალითად, ამსტერდამში, სოფიაში, პარიზსა და ბრიუსელში, ასევე ბევრ ესპანურ ქალაქში.

ევროპის მიზანი 2050 წლის გზებზე ფატალურად დასრულებული ავარიების მინიმუმამდე შემცირებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები