ნიდერლანდების პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ადამიანის ვიზუალისა და ხმის გამოყენებას მფლობელის თანხმობის გარეშე აკრძალავს. ინიციატივა იმეორებს დანიის მაგალითს, სადაც მსგავსი ზომები ცოტა ხნის წინ მიიღეს. სიახლის შესახებ I am expat-ი წერს.
ოთხი წამყვანი პარტიის დეპუტატებმა მოქალაქეებისთვის თავიანთი გარეგნობისა და ხმისთვის საავტორო უფლების მინიჭება მოითხოვეს. პროექტი მიმართულია ყალბი სიახლეების წინააღმდეგ – იმ სურათებისა და ვიდეოების წინააღმდეგ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იქმნება. მსგავსი კონტენტი ხშირად ვრცელდება ადამიანების თანხმობის გარეშე.
პარლამენტარები ასევე ამტკიცებენ, რომ საჭიროა სოციალური ქსელებისა და ვიდეო პლატფორმების კონტროლის გამკაცრება. მათი აზრით, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უფრო აქტიურად უნდა წაშალონ უკანონო მასალები და ხელი შეუშალონ მათ გავრცელებას.
თუ კანონს მიიღებენ, ნიდერლანდები დანიას შემდეგ მეორე ქვეყანა გახდება, სადაც სხვისი სახისა და ხმის გამოყენება თანხმობის გარეშე საავტორო უფლებების დარღვევად ჩაითვლება.