LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელმა Lamborghini Gallardo-ს მისაბმელი გაუკეთა

135

Facebook-ზე Gumbal-ის გვერდზე გაჩნდა სუპერქარ Lamborghini Gallardo-ს ფოტო, რომელსაც მისაბმელი აქვს გაკეთებული. სავარაუდოდ ფოტო ნიდერლანდებშია გადაღებული, რადგან ავტომობილს სწორედ ამ ქვეყნის სანომრე ნიშანი აქვს.

„პრიცეპი” ისეა გაკეთებული, რომ სუპერქარს მოუხდეს – შეღებილია ავტომობილის ფერში და აქვს დიდი დისკები.

Lamborghini Gallardo-ს ღია ვერსია 2005-2013 წლებში გამოდიოდა. სუპერქარი 520 ცხენის ძალიანი ათ ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ავტომობილს საშუალებას აძლევს პირველი ასი კილომეტრი 4,3 წამში განავითაროს. 200 კილომეტრს 14,5 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 309 კილომეტრ საათი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები