LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჟარების კუნძული“ ამერიკაში ჩასული ტურისტების მთავარ დანიშნულებად იქცა

37

არსაიდან გაჩენილი კუნძული ამერიკაში ჩასული ტურისტების მთავარ დანიშნულებად იქცა. ტელეარხ „Fox news”-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროზე წარმოქმნილი კუნძული ვიზიტორებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადგილობრივი მოსახლეობი განცხადებით, მიწის მონაკვეთი რომლის სიგრძეც 1,6 კმ. ხოლო სიგანე კი 300 მეტრია – აპრილის თვეში გაჩნდა და მას „ნიჟარების კუნძული“ უწოდეს, რადგან მთლიანად მოლუსკებითაა დაფარული. ექსპერტები ყველას აფრთხილებენ, რომ კუნძულამდე მიღწევა უსაფრთხო არ არის და ტურისტებს გარკვეული საშიშროება ემუქრებათ – მაგალითად ზვიგენები. თუმცა მიუხედავად ამისა, „ნიჟარების კუნძული“ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი აკითხავს.

https://www.instagram.com/p/BUxxwyWDyLk/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები