LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nike–ის სიურპრიზი ფილმის „უკან მომავალში“ ფანებს

63

21 ოქტომბერი ”უკან მომავალში” ფილმის ფანებისთვის არაოფიციალურ დღესასწაულად ითვლება. ეს სწორედ ის თარიღია, როდესაც დოკი და მარტი მომავალში გაემგზავრნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით კი, კომპანიამ Nike ოფიციალურად წარმოადგინა ახალი მოდელი, რომელიც ფილმში მარტი მაკფლაის აცვია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი 2011 წელს უკვე იყიდებოდა, ახალი მოდელი მაინც განსხვავებულია. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ფეხსაცმელი ფილმში გამოყენებულის ანალოგია და ის მართლაც ავტომატურად იკრავს თასმებს.

ამ ბოტასების შეძენა მხოლოდ აუქციონის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მასში გადახდილი თანხა კი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, რომელიც პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები