LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nike–მა ბოტასები „სამეფო კარის თამაშების“ გმირს მიუძღვნა

53

ამერიკულმა სპორტულმა მარკამ Nike ბოტასები „სამეფო კარის თამაშების“ გმირს, დეინერის ტარგარიენს მიუძღვნა. მოდელის დიზაინი დრაკონის ოქროსფერ ქერცლს გავს. მოდელი წინა და უკანა მხარეს ატმისფერი ჩანართებით არის გაფორმებული. მათი შეძენა ამერიკულ ინტერნეტ მაღაზიებში 90 დოლარად არის შესაძებელი.

სამეფო კარის თამაშები HBO-ზე 2011 წლიდან გადის. მეშვიდე სეზონი 28 აგვისტოს დასრულდა და მან ნახვების მიხედვით სერიალებში რეკორდი მოხსნა. კომპანია Nike აშშ-ში 1964 წელს დარსდა და თავდაპირველად Blue Ribbon Sports ერქვა. მისი შტაბ ბინა ბივერტონში, ორეგონის შტატში მდებარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები