LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დასრულდა

130

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტირებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გახსნა.

პროექტის ფარგლებში 2.2კმ სიგრძის, სამზოლიან  გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარესმოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება და გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა.

ქუჩის განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებაა ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადებისმოძრაობა, რაც, არსებულ საცობებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.

პროექტის ღირებულება, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 7 698 556,21 ათასი ლარია.  აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიის ოპერატიულობის შედეგად,  გზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხერხდა.

ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა. რებილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რის გამოც,მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები.  არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები