მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმმა ლას-ვეგასში, დამატებითი თანამშრომლები გამოყო ნიკი მინაჟის ცვილის სკულპტურის დასაცავად.

მსგავსი გადაწყვეტილება მუზეუმის ხელმძღვანელობამ დამთვარიელებლების უზნეო საქციელის შემდეგ მიიღო, რომლებიც შეურაცხმყოფელ ფოტოებს იღებდნენ სკულპტურასთან. მინაჟის სკულპტურა ტიუსოს მუზეუმის მხატვრებმა მისი სიმღერის ”Anaconda” კლიპის შთაგონებით შექმნეს.