მომღერალი ნიკოლ შერზინგერი ბოიფრენდთან, გრიგორ დიმიტროვთან ერთად კაპრიზე ისვენებს. გავრცელებული ხმების მიუხედავად, თითქოს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ცხადია, რომ ისინი კვლავ ერთად არიან და საკმაოდ ბედნიერადაც გრძნობენ თავს.
პაპარაცულ ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ წყალში ისინი გამუდმებით კოცნიდნენ ერთმანეთს, სანაპიროზე კი ხან ცნობილი ჩოგბურთელი უსვამდა მზისგან დამცავ საშუალებას მომღერალს და ხან – პირიქით.
შეგახსენებთ, რომ წყვილი 2015 წლიდან ერთად არის. მანამდე გრიგორს რომანი მარია შარაპოვასთან ჰქონდა, ხოლო ნიკოლი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ავტომრბოლელ ლუის ჰემილტონს ხვდებოდა. ფოტოები