მომღერალი ნიკოლ შერზინგერი და ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი იმ ცნობილი წყვილების რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებიც საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან ერთად. ამ დღეებში, პაპარაცებმა ისინი სენ-ტროპეში, ერთობლივი დასვენების დროს დააფიქსირეს.
ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი მაქსიმალურად ცდილობს ერთმანეთით დატკბეს: ისინი მზის აბაზანებს იღებენ, ცურავენ ოკეანეში და იღებენ ერთობლივ ფოტოებს. მათი იდილია ვერც გარშემო გამოჩენილმა ფოტოგრაფებმა დაარღვიეს, რომლებსაც ვარსკვლავები ყურადღებას არ აქცევდნენ. პაპარაცებმა წყვილის სექსუალური განტვირთვის ამსახველი ფოტოების დაფიქსირებაც მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის შერზინგერინ და 27 წლის დიმიტროვი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან.