LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ შერზინგერმა იდეალურ ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაამხილა

46

ნიკოლ შერზინგერმა “ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გააზიარა, სადაც კარგად ჩანს მისი იდეალური ფიგურა. მიუხედავად იმისა, რომ მალე 38 წლის გახდება, აშკარაა, რომ ქალბატონი ვიზუალზე კარგად ზრუნავს.

თავად მომღერლის თქმით, მისი მთავარი დამხმარე ქოქოსის ზეთია, რომელიც კანს ბზრინვარებას და ელასტიურობას უნარჩუნებს. უახლოეს მომავალში ნიკოლი სწორედ ქოქოსის ზეთზე დამზადებულ საშუალებებს გამოუშვებს.

შერზინგერის თქმით, მისი იდეალური სხეული დიდი მუშაობის შედეგია. „იყო დრო, როდესაც ყოველდღიურად სიამოვნებით ვვარჯიშობდი, ახლა კი ხშირად მეზარება, თუმცა თავს ვაიძულებ”.

შერზინგერის სტანდარტული ფიზიკური აქტივობა 20 წუთიან სირბილს და იოგას მოიცავს. რაც შეეხება კვებას, ნიკოლის განცხადებით საუზმეზე უპირატესობას მოხარშულ კვერცხს და შვრიის ფაფას ანიჭებს, სადილზე – წვნიანს ან სუშის, ვახშამზე – ბრინჯს, მოხარშულ ხორცს ან ბოსტნეულს. ნიკოლის თქმით, მას ყველაზე მეტად მექსიკური სამზარეულო და ბრინჯისგან მომზადებული საკვები უყვარს.

 

werzinger-010316-5

werzinger-010316-3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები