რუსი მომღერლის ნიკოლაი ბასკოვისა და მისი მეწყვილის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. როგორც ტაბლოიდები წერენ, მათ მალე შვილი შეეძინებათ.
ნიკოლაი ბასკოვისა და სოფი კალჩევოის ურთიერთობის შესახებ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, თუმცა, წყვილი სერიოზული ნაბიჯების გადადგმაზე არასდროს საუბრობდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ნიკოლაი და სოფი შვილს ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ქორწილზე ჯერ არ საუბრობს, ბასკოვმა დაადასტურა, რომ მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლაისაც და სოფისაც პირველი ქორწინებიდან თითო შვილი ჰყავთ.