LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლაი ბასკოვი შოუბიზნესიდან მიდის

117

ცნობილი რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი მონაწილეობას იღებდა ყოველწლიურ კონცერტში ”წლის სიმღერა” სადაც ის არამარტო მღეროდა, არამედ თანაწამყვანიც იყო და ღონისძიების მონაწილეებს აჯილდოვებდა. თუმცა, კონცერტის მთავარი მოვლენა მისი განცხადება აღმოჩნდა.

მომღერალი, რომელსაც 2016 წელს 40 წელი შეუსრულდება აცხადებს, რომ იუბილეს შემდეგ თეატრს დაუბრუნდება. მისი განცხადებით, ის დაიღალა გასტროლებითა  და ბოჰემური ცხოვრებით, რომელიც მას ცხოვრების უმეტეს დროს ართმევს და სურს, ოჯახს უფრო მეტი დრო დაუთმოს.

”30 წლის შემდეგ, დრო ძალიან სწრაფად გადის და ვერ ახერხებ მის შეჩერებას, გსურს მოასწრო ყველაფერი: გაიზარდო შემოქმედებითად, ისიამოვნო ცხოვრებით, გაერთო მეგობრებთან ერთად… თუმცა, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, მე ამ ყველაფერს ვერ ვახერხებ. უკვე დავიღალე ვაკონტროლო ყველაფერი სოც-ქსელების მეშვეობით. მსურს კვლავ ოპერას დავუბრუნდე…” – განაცხადა მომღერალმა.

გარდა ამისა, ნიკოლაი ბასკოვი გამოტყდა, რომ ყოფილი მეუღლე სვეტლანა შპიგელი კვლავაც არ აძლევს შვილთან კონტაქტის საშუალებას. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომღერალს რომანი აქვს პროდიუსერ სოფი კალჩევასთან, რომელსაც მოზარდი შვილი ყავს და მასზე ბასკოვი მაქსიმალურად ზრუნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები