ერთ-ერთი მოდელი, ვისთანაც ლეონარდო დიკაპრიოს ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა, ნინა აგდალია. წყვილი ერთმანეთს უკვე დაშორდა, თუმცა როგორც ჩანს, აგდალისთვის ეს დაშორება მტკივნეული არ აღმოჩნდა. ცნობილმა მოდელმა ოსკაროსან მსახიობს შემცვლელი უკვე მოუძებნდა და ეს მსახიობ კრიტი ბრინკლის ვაჟი, ჯეკია.
პაპარაცებმა ნინა აგდალი და მისი 22 წლის რჩეული მეხიკოს სანაპიროზე დასვენებისას გადაიღეს. წყვილი ურთიერთობას უკვე აღარ მალავს და ფანტასტიკურ დროს ატარებს ერთად. საინტერესოა, რომ ჯეკ ბრინკლი-კუკი დიკაპრიოზე 21 წლით უმცროსია და ის კრისტი ბრინკლისა და რიჩარდ ტაუბმანის შვილია. ტაუბმანთან განქორწინების შემდეგ ბრინკლი პიტერ ჰელის-კუკს გაჰყვა ცოლად, რომელმაც ჯეკი ოფიციალურად იშვილა.