LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა წკრიალაშვილი ტელევიზიისთვის „მოკრძალებულ“ სტილს ირჩევს

144

ნინა წკრიალაშვილმა ახლახან „ფეისბუქზე“ თავისი ახალი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „გვიყურეთ მალე მარაოზე“. მომღერალმა ტელეწამყვანის ამპლუა მაია ასათიანის დირექტორობით შექმნილი ტელევიზიის ეთერში მოირგო და იმას აკეთებს, რაც ყველაზე ძალიან უყვარს, გადაცემას ჩაცმა-დახურვის თემაზე. ნინა ცნობილ ადამიანებს სტუმრობს და მათ გარდერობს ათვალიერებს.

ახალი სეზონისთვის გადაღებულმა ფოტომ „ფეისბუქზე“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ნანუკა ჟორჟოლიანმა ფოტო შემდეგნაირად შეაფასა: „უუხ, რა ფორმაში ხარ…“ ერთ-ერთ მეგობარმა კი ჰკითხა, რა აქვს მოფარებული საცურაო კოსტიუმზე ნინას, ამ უკანასკნელმა კი უპასუხა: „ტელევიზიისთვის ძალიან ტიტველი რომ არ ვყოფილიყავი“. ჩაცმის კუთხით ნინა მოკრძალებით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ტანზე მოსაცმელის მოფარება გადაწყვიტა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები