LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი თავის შეყვარებულებს ასახელებს

96

გია ჯაჯანიძის გადაცემას ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა. საუბარი პირველ სიყვარულზე იყო. მთელი ინტერვიუს განმავლობაში გია ამბობდა, რომ მას ხელთ ჰქონდა ოცკაციანი სია, სადაც ის მამაკაცები იყვნენ ჩამოთვლილნი, ვისაც ნინი უყვარდა. მომღერალი დაინტერესდა, ვისზე იყო საუბარი. როცა გიამ ჩამოთვლა დაიწყო, ნინიმ მხოლოდ ორ მათგანთან დაადასტურა რომანი, ესენი არიან ვასკა მხეიძე და საშკა იოსელიანი.

ვასკა მხეიძესთან ნინის საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა, რაც შეეხება საშკას, ნინი აქამდე ამბობდა, რომ ისინი უბრალოდ, მეგობრები იყვნენ.

ნინი ახლა შეყვარებული არ არის. ხმები იმის შესახებ, რომ ის ნოე სულაბერიძესთან ერთად დადის, ჭორებია. როგორც ნინიმ აღნიშნა, ისინი მეგობრები არიან. ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები