LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი უწყლობასა და უშუქობას უჩივის

22

ნინი ბადურაშვილს მცხეთაში აგარაკი აქვს, აუზით, სადაც ოჯახი საკმაოდ დიდ დროს ატარებს. როგორც ჩანს, ნინი იქ არსებულმა პირობებმა შეაწუხა და გადაწყვიტა, უწყლობისა და უშუქობის შესახებ პოსტი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოექვეყნებინა.

„ერთი თვის განმავლობაში მცხეთაში ყოველ დღე მიდის წყალი გაურკვეველი დროით! ახლა ამ ბედნიერებას შუქის გამორთვაც დაემატა! მე რომ არ გადავიხადო, თავის დროზე იმ წამსვე მითიშავენ ორივეს! მაინტერესებს, კანონი ხომ უნდა არსებობდეს იმაზე,რომ თუ მაგალითად, მიდის ტექნიკური სამუშაო, ხომ უნდა გააფრთხილო მოსახლეობა ამის შესახებ!? არ შეიძლება ასე მოქცევა, არა!!!“ – წერს მომღერალი საკუთარ გვერდზე.

კომენტარებში მის გულისწყრომას სხვებიც იზიარებენ. ერთ-ერთი მისი მეგობარი წერს, რომ ქუთაისში წყალი მხოლოდ სამ საათამდე აქვთ, ხოლო გაზსა და შუქს მუდმივად რთავენ. ერთ-ერთი მეგობარი კი ნინის სტატუსს ხუმრობით ამგვარად აკომენტარებს: „ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ რომ ფუფუნებას არ მიეჩვიონ ჩვენი შვილები და კომუნალური გადასახადები ცოტა მოვიდეს…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები