9 სექტემბერს ნინო ქათამაძე „შუაგულის“ დიდ სცენაზე კონცერტს ჯგუფ „INSIGHT“-თან და „სიმებიან კვარტეტთან“ ერთად გამართავს. მსმენელს არაჩვეულებრივი მუსიკალური ნომრები და დაუვიწყარი კონცერტი ელის. ღონისძიების დასაწყისი 20:00 საათი გახლავთ. საღამოს დაასრულებს დიჯეი.
კონცერტის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 45, 55, 65 ლარია.