LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნისანისთვის“ უძვირფასესი კონდიციონერი დაამზადეს

114

კომპანია Nissan-მა სარბოლო GT-R Nismo GT3, რომლის ღირებულებაც 550 ათასი დოლარია, სპეციალურად მისთვის დამზადებული კონდიციონერით აღჭურვა. სიახლე ნახევარ მილიონ დოლარადაა შეფასებული და ის განსაკუთრებული იმითაა, რომ არამხოლოდ ავტომობილს აგრილებს, არამედ მრბოლელის სავარძელსა და შლემზეც ზრუნავს. სპორტქარის წინა ვერსიასთან შედარებით, სპეციალისტებმა შეუძლებელი შეძლეს და სიმძიმის ცენტრი შეამცირეს.

ახალ სისტემაში სპორტქარის ძრავი 150 მილიმეტრით უფრო დაბლაა დაწეული, რაც ავტომობილის მართვაზე დადებითად მოქმედებს. სიახლის შესამოწმებლად GT-R Nismo Gt3-მა 30 ათასი კილომეტრი გაიარა და საცდელი სვლა საკმაოდ წარმატებული იყო.

სპორტქარის კაპოტის ქვეშ 3,8 ლიტრის მოცულობის V6 ძრავია ჩამონტაჟებული და მას 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ახალი მოდელის ღირებულება იაპონიაში 60 მილიონი იენია და პირველ ავტომობილებს კლიენტები მომავალი წლის იანვრის თვეში მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები