იაპონური საავტომობილო კომპანია Nissan ბრენდის 150 მილიონი ავტომობილის გამოშვებას აღნიშნავს. 1933 წელს დაარსებულმა კომპანიამ მხოლოდ 73 წლის შემდეგ მოახერხა 100 000 000-იანი ზღვარის გადალახვა, დანარჩენი 50 000 000-ის აწყობას კი 11 წელი მოანდომა.
ბოლო 11 წლის განმავლობაში Nissan-მა არსებითად გააფართოვა ამომავალი მზის ქვეყნის მიღმა საავტომობილო წარმოება. 50 000 000 ეგზემპლარიდან, 76,5% იაპონიის საზღვრებს გარეთ არის აწყობილი, აქედან ევროპაში კომპანიის წარმოების წილი 13%-ია. 30 წელიწადზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში Nissan-მა ქარხნები გახსნა. 2016 წელს იაპონურმა ბრენდმა რუსეთში წარმოების 10 წლის იუბილე აღნიშნა. 150 მილიონიანი ზღვარის გადალახვის შემდეგ, Nissan ბრიტანეთში ელექტროქარის წარმოებას გეგმავს და სატესტო წარმოება უკვე დაწყებულია.