კომპანია Nissan გეგმავს ევროპის ბაზარზე დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა შეაჩეროს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ტოქსიკურობის ნორმების გამკაცრებაა. ზუსტი ვადები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია, რომ დიზელის ძრავიან ავტომობილებზე უარის თქმა თანდათანობით მოხდება. ერთ-ერთი ნაბიჯი ასევე უმსხვილეს ბრიტანულ საავტომობილო ქარხანაში, ქალაქ სანდერლენდში შტატის შემცირება იქნება. ამასთან, მარკის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ეს არ ნიშნავს დიზელის ძრავიანი ავტომობილების ეპოქის დასასრულს და მოკლე ვადაში ეს ვერ მოხდება.
წინათ, დიზელისა და ბენზინის ძრავებში ინვესტიციების შემცირებაზე კომპანია Volvo-მაც განაცხადა. მიმდინარე თაობა ბოლო იქნება, თავისუფალი სახსრები კი თითოეული მოდელისთვის მინიმუმ ორი ჰიბრიდული მოდიფიკაციის შექმნას მოხმარდება.
