იაპონური ავტო გიგანტი Nissan რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ევროპელ და ბრიტანელ კრედიტორებს გადასახადების გადავადებას სთხოვს. როგორც Reuters იუწყება, ქსელში მოხვდა კომპანიის ხელმძღვანელობის შიდა ელექტრონული მიმოწერა და კორპორატიული დოკუმენტები, რომლებიც კომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
Nissan აპირებს, რომ უახლოეს მომავალში დაახლოებით 150 მილიონი ევრო დაზოგოს, რათა მიმდინარე ხარჯებს მაინც გაართვას თავი.
როგორც ირკვევა, მწარმოებელმა უკვე მოახერხა ზოგიერთი მომწოდებლის დარწმუნება გადასახადების გადავადების შესახებ. ბუნებრივია, ამის მიღწევა საპროცენტო განაკვეთით მოხერხდა და კომპანიას საბოლოოდ მეტი თანხის გადახდა მოუწევს.
კომპანიის ოფიციალური კომენტარი ასეთია:
Nissan აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი „სტაბილურობის შესანარჩუნებლად“ გადადგა, რაც აუცილებელია:
მიმდინარე ბიზნესის რესტრუქტურიზაციის ხარჯების დასაფარად;
და ასევე ობლიგაციებზე ვალდებულებების შესასრულებლად.
თუმცა 150 მილიონი ევროს მიზნობრივად გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან ესპინოზამ, ფართომასშტაბიანი რესტრუქტურიზაციის პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანია:
ხარჯების შემცირება,
პროდუქტის და ბაზრის სტრატეგიის გადახედვა და პარტნიორული ურთიერთობების გადასინჯვა.