კომპანია Nissan-მა ოფიციალურად შეწყვიტა ლეგენდარული სპორტქარის – GT-R-ის (R35) გამოშვება. ბოლო ავტომობილი კონვეიერიდან 2025 წლის 26 აგვისტოს ჩამოვიდა იაპონიაში, ტოჩიგის ქარხანაში, სადაც მოდელები შიდა ბაზრისთვის მზადდებოდა. ანუ ბოლო რეგიონისთვის, სადაც ეს მანქანა ჯერ კიდევ იყიდებოდა.
18 წლის განმავლობაში სულ დაახლოებით 48 ათასი ასეთი ავტომობილი გაიყიდა.

ბოლო გამოშვებული GT-R შეღებილი იყო ცნობილ ფერში Midnight Purple, რაც სიმბოლურად ასრულებს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იაპონური სპორტქარის ისტორიას.