Gran Turismo-სა და Polyphony Digital-ის 20 წლის იუბილესათვის კომპანია Nissan-მა უჩვეულო GT-R ააწყო. სპორტქარი Sony PlayStation-ის ჯოისტიკს დაუკავშირეს და სილვერსტოუნის ტრასაზე გაუშვეს, სადაც სპორტქარმა 211 კმ/სთ განავითარა.
ავტომობილს GT-R /C დაარქვეს და მას მრბოლელი იან მარდენბორო მართავდა. ჯოისტიკიანი ავტომობილით ყველაზე სწრაფი წრე 17,47 წამში ჩაეტია, საშუალო სიჩქარე კი ამ დროს 122 კმ/სთ გახლდათ.
იმისათვის, რომ სპორტქარი დისტანციურად ემართად, ინჟინერებმა მასში ოთხი რობოტიზებული მექანიზმი დაამონტაჟეს, რომლებიც საჭის, მუხრუჭების, გადაცემათა კოლოფისა და სატერფულების მართვაზე აგებდნენ პასუხს. ისინი ექვსი კომპიუტერით იმართებოდნენ, რომლებიც წამში 100-ჯერ გადასცემდნენ სიგნალს ავტომობილს.
https://www.youtube.com/watch?v=AYn9SzjK2WQ