LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ი აშშ-ში წარმოებას თითქმის სამჯერ შეამცირებს

109
Nissan-ი აშშ-ში წარმოებას თითქმის სამჯერ შეამცირებს

Nissan აშშ-ში წარმოებას 30%-ით შეამცირებს. იაპონურმა ავტო გიგანტმა ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი მთავარი მოდელების წარმოების შემცირება გადაწყვიტა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გადატვირთული საწყობები და Nissan-ისთვის უმნიშვნელოვანეს ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი კლებაა. ექსპერტები შიშობენ, რომ წარმოების შემცირება კომპანიას ხელს შეუშლის 2024 წლის მიზნები შეასრულოს.

აშშ-ში Nissan-ის ყველაზე პოპულარული მოდელები კროსოვერი Rogue და პიკაპი Frontier-ია. შემოდგომის დაწყებასთან ერთად Nissan-მა დილერებს შეატყობინა, რომ ორივე მოდელის წარმოებას 40 ათასი ერთეულით შეამცირებს. იაპონელები ასეთ ნაბიჯს დაგროვილი მარაგების ამოყიდვის იმედით გადადგამენ.

სპეციალისტთა პროგნოზით წარმოების ტემპების შემცირება მინიმუმ დეკემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები