LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა ძველი ავტომობილებით გადაადგილება სასიკვდილო რისკის გამო აკრძალა

121
იაპონური კონცერნის ზოგიერთ მანქანას ავტომფლობლის მოკვლა შეუძლია

კომპანია Nissan-მა ძველი Sentra-თი, pathfinder-ით და ასევე Infiniti QX4-ით გადაადგილება აკრძალა. მიზეზი ფირმა Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობაა, რომელსაც მძღოლისა და მგზავრების სერიოზულად დაზიანება და რიგ შემთხვევაში დაღუპვაც კი შეუძლია. მთლიანობაში აკრძალვა 84 ათას ავტომობილს შეეხო, მოდელებს რომელსაც კონცერნი 2000-იან წლებში უშვებდა. ამ დროისთვის საშიში აირბეგის გამო აშშ-ში თითქმის 30 მძღოლია დაღუპული.

2000-იანი წლების დასაწყისში კომპანია Takata უსაფრთხოების ბალიშების მთავარი მიმწოდებელი იყო ბევრი მსოფლიო ავტომწარმოებლისთვის. 2 ათწლეულის შემდეგ იაპონური აირბეგების გაუმართაობის შესახებ ერთდროულად რამდენიმე ბრენდი ალაპარაკდა. ექსპერტები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დროთა განმავლობაში უსაფრთხოების ბალიში ფუჭდება და შესაძლოა ავტომობილის გადაადგილების დროს აფეთქდეს. ბუნებრივია, ასეთ დროს მძღოლმაც და მგზავრებმაც შესაძლოა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები