LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan Skyline-ის ევოლუცია 2,5 წუთიან რგოლში (ვიდეო)

45

YouTube-ზე გაჩნდა ვიდეო, სადაც მოდელ Nissan Skyline-ის 60 წლიანი ევოლუციაა ნაჩვენები. რგოლი Donut Media-ს არხზეა გამოქვეყნებული. ვიდეოში მოდელის ყველა მოდიფიკაციაა წარმოდგენილი, დაწყებული 1957 წელს გამოშვებული სედან Prince Skyline-ით, დასრულებული 2017 წელს გამოსული Nissan GT-R Nismo-თი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამა თუ იმ მოდელის ყველა ვერსიას ერთი ვიდეორგოლით წარმოადგენენ. ანალოგიური რგოლი კომპანია Land Rover-მაც წარმოადგინა და მასში Range Rover-ის ევოლუცია იყო ნაჩვენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები