LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიჭიერის მესამე სეზონის დასრულდა

57

დასრულდა გადაცემა ”არ დაიდარდო ნიჭიერო” შემაჯამებელი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჯგუფი “ლურჯი იალქანი” და ლენკა ზვიადაძე. “ნიჭიერის” და ქართული ტელესივრცის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული შოუ 25 ივნისს შედგა. ამ დღეს ყველა მოუთმენლად ელოდა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები “შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა”, ყველაზე მძაფრი მნიშვნელობით უნდა გამოვიყენოთ! ეს იყო არა მხოლოდ გრანდიოზული შოუ, არამედ უპრეცედენტო დაჯილდოებაც, რაც კი ამ პროექტის ფორმატის ანალოგებს უნახავთ. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის, ამერიკის და სხვა დიდი ქვეყნების საპრიზო ფონდი ბევრად მეტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იქ მხოლოდ გამარჯვებულს ერგება ეს ყველაფერი. ბრიტანეთს და ამერიკას თუ არა, ჩვენზე ბევრად დიდ ევროპის ქვეყნებს კი ნამდვილად აღემატებოდა პრიზების რაოდენობა და შეიძლება ითქვას, თორმეტივე კონკურსანტმა გამარჯვებულის რანგში დატოვა ნიჭიერის სცენა! კონკურსანტების მხარდასაჭერად, სულ შემოვიდა 93 163 ზარი. მათი უმრავლესობა კი ერგო ნონა გიუნაშვილს და სწორედ ის გახდა ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მფლობელი. გამარჯვებული დაჯილდოვდა სასტუმროს ნომრით ორბი ჯგუფისგან, ავტომობილით ჟიურისგან და 50 000 ლარით საქართველოს ბანკისგან. რადიო არ დაიდარდომ, რომელიც პროექტის რადიოპარტნიორი იყო, მისი რჩეული მონაწილე გამოავლინა და დაასაჩუქრა. არ დაიდარდოს რჩეული “ლურჯი იალქანი” გახდა. მათ მთელი წლის მანძილზე შეუძლიათ ისარგებლონ კომპანია “რადიო საქართველო”-ს ხმის ჩამწერი სტუდიით “Fortuna Records”.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები