LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკიდან ლონდონში ჩაფრენას ამიერიდან მხოლოდ 3 საათი დასჭირდება

33

ნიუ-იორკიდან ლონდონში ჩაფრენას ამიერიდან მხოლოდ 3 საათი დასჭირდება – იაპონია სუპერსწრაფი ლაინერის წარმოებას იწყებს. ავიაკომპანია Japan Airlines მზადაა, რომ თანამედროვე რეალობაში ყველაზე სწრაფი ხომალდის შესაქმნელად 10 მილიონი დოლარი დახარჯოს. Boom Supersonic ყველა სხვა მახასიათებელთან ერთად ძალიან კომფორტულიც იქნება და მისი ძრავი ხმას თითქმის საერთოდ არ გამოსცემს.

ლაინერი 55 მგზავრზე იქნება გათვლილი და პირველ რეისს ის 2025 წელს შეასრულებს. მანამდე კი თვითმფრინავს უამრავი სატესტო ფრენა მოუწევს და როგორც ინჟინერები ვარაუდობენ, პირველი ასეთი ფრენა სულ მალე, 2018 წლის ბოლოსთვის შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები