ნიუ-იორკში მინიატურების პარკი გაიხსნა. ეს არის მსოფლიოს პატარა მაკეტი, რომელსაც საინტერესო სახელი -„გულივერის კარიბჭე” დაარქვეს და ის პლანეტის ყველაზე ცნობილ 300-მდე ღირსშესანიშნაობას აერთიანებს.
პარკი 1:87 მასშტაბშია შესრულებული და მანჰეტენში, თაიმზ-სქვერის სიახლოვეს მდებარეობს. პარკის დამთვალიერებლებს შეეძლებათ, რომ ფრანგული, ბრიტანული, იტალიური თუ ჩინური ქუჩები და მათ შორის მოძრავი 10 ათასი ავტომობილი დეტალურად დაათვალიერონ. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე ეიფელის კოშკი, ბუკინგემის სასახლე, დიდი ჩინური კედელი, ეგვიპტური პირამიდები და სხვა არქიტექტურული ძეგლებიცაა განთავსებული.
საინტერესო პროექტის ღირებულება 40 მილიონი დოლარია და მისი დათვალიერება 27 დოლარი ეღირება.