ნოდიკო ტატიშვილი: „მიხარია, რომ „ფორტუნას“ ჰოლდინგი ცდილობს, დაუფასოს შრომა მომღერლებს…“

44

ნოდიკო ტატიშვილი „ოქროს ტალღაზე“ ორი სიმღერითაა წარდგენილი – „თქვი ზღაპრები სიყვარულზე“ და „ფერადი დღე“. მომღერალი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის კონკურსი საქართველოში ერთადერთია და იმედი აქვს, რომ ერთ-ერთ ნომინაციას აიღებს.

ნოდიკო ტატიშვილი:

მიხარია, რომ წარდგენილი ვარ ორი სიმღერით, თუმცა წინა წელს ოთხი ახალი სიმღერა მქონდა. გულწრფელად ვიტყვი, ჩემთვის ეს კონკურსი მოტივატორია – ისევე, როგორც ბევრი სხვა შემსრულებლისთვის. ენთუზიაზმით აღსავსე ვარ. მიხარია, რომ „ფორტუნას“ ჰოლდინგი ცდილობს, დაუფასოს მომღერლებს შრომა, ახალი ნამუშევრები და გამოხატოს მათდამი ყურადღება.

დაველოდები ივნისის თვეს. იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ ნომინაციას ავიღებ. გარდა ამისა, იმედია, რომ ეს წელიც ჩემთვის გამორჩეული იქნება და არის უკვე, რადგან რამდენიმე ახალ სიმღერას ვამზადებ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები