LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილისა და ნინი ბადურაშვილის კონცერტმა ათენში ანშლაგით ჩაიარა

98

Ardaidardo.Ge

ქართველი ემიგრანტებისთვის ათენში, თეატრ „ვეაკში“, სადაც რვაასამდე ადამიანი ეტევა, ნოდიკო ტატიშვილისა და ნინი ბადურაშვილის კონცერტი შედგა, რომელმაც ორ საათს გასტანა. კონცერტის შემდეგ მომღერლები დარბაზში ჩავიდნენ და ყველა მსურველთან ერთად ფოტოები გადაიღეს. როგორც ნოდიკომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ემიგრანტებთან შეხვედრა, როგორც ყოველთვის, ცრემლებითა და ემოციებით იყო სავსე.


ნოდიკო ტატიშვილი:

შეიძლება ითქვას, რომ თეატრის დარბაზში პერეანშლაგი იყო. ჩემი და ნინის კონცერტი ავთანდილ კაკაბაძემ გააკეთა, ახალგაზრდა კაცია, რომელიც დიდი ხანია, საბერძნეთში ცხოვრობს და ბოლო დროს გადაწყვიტა, იქ ქართველი შემსრულებლების კონცერტებს გაუწიოს ორგანიზება. ჩვენი კონცერტი არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული. ვრცლად (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები