LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრის ტესტები ვაკეში, 15:00 საათზე: ველოდებით იაპონიას და სამოას

28

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ნოემბერში მაგარი თამაშები ელის. ორ მატჩს შინ ვითამაშებთ, ხოლო ერთ გასვლაზე. 12 ნოემბერს თბილისში იაპონია გვესტუმრება, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკის დამარცხებითა და საუცხოო თამაშით, ფურორი მოახდინა.

ერთი კვირის შემდეგ, 19 ნოემბერს, სამოას ვუმასპინძლებთ, რომელსაც თბილისში 2013 წლის 23 ნოემბერს ვეთამაშეთ და 16:15 დავამარცხეთ. წელს კი სამოას ოკეანეთის ტესტში 19:19 ვეთამაშეთ.

26 ნოემბერს გასვლაზე შოტლანდიას შევერკინებით.

გადაწყდა, რომ ტესტები იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
ორივე მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ეროვნული ნაკრების მორაგბეების, სამწვრთნელო შტაბისა და სტაფისთვის, ეს კიდევ ერთ შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და რაც მთავარია ჩვენ ფანტასტიურ ქომაგებისთვს განსაკუთრებული სიხარული მივანიჭოთ“, – განაცხადა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები