LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia მთვარეზე 4G ინტერნეტს გაიყვანს

123
5434656

სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ფინური მწარმოებელი Nokia გეგმავს, რომ მთვარეზე მობილური კავშირი გაიყვანოს. 4G ქსელისთვის საჭირო გადამცემებს დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე SpaceX-ის რაკეტით ამ წლის ბოლოსთვის აიტანენ, წერს CNBC

მთვარეზე ინტერნეტს Nasa მისია „არტემიდა-1“-ისთვის გამოიყენებს. 4G ასტრონავტებს კავშირისთვის, მონაცემების გადაცემისა და სამუშაოების დისტანციურად ჩასატარებლად დასჭირდებათ.

გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ტექნოლოგიის დახმარებით მთვარეზე ყინულის აღმოჩენასაც შეძლებენ, რაც წყლის წყაროდ უნდა იქცეს და ადამიანს მთვარეზე ცხოვრების საშუალება მისცეს.

Nokia ირწმუნება, რომ ტექნოლოგიას კოსმოსის ექსტრემალურ პირობებში არაფერი მოუვა. ქსელი საჭირო ენერგიას მზის ელემენტისგან მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები