LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგია ბენზინის ძრავიანი ავტომობილებით სარგებლობას აკრძალავს

44

სახელმწიფო, რომლის ბიუჯეტის 30% ნავთობის წყალობით ივსება, მალე უარს იტყვის ავტომობილებზე ბენზინის ძრავით. ადგილობრივი გამოცემების მტკიცებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ნორვეგია იმ სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციას აკრძალავს, რომლებიც სწორედ ამ საწვავზე მუშაობენ. ქვეყნის ხელისუფლებამ ერთსულოვნად გადაწყვიტა, რომ 2015 წლისთვის ნორვეგიაში მხოლოდ ელექტროძრავიანი ავტომობილები უნდა მოძრაობდნენ.  

აღსანიშნავია, რომ ნორვეგია დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიის საკითხებს და ელექტრომობილების მფლობებელებს ჯერ გადასახადი გაუქმა, მერე კი, უფასო პარკირების და საზოგადოებრივი გზებით სარგებლობის უფლება მისცა. სწორედ ამიტომ, სარგებლობენ ელექტრომობილები ნორვეგიაში განსაკუთრებული პოპულარობით. წელს ქვეყანაში 26 ათასი ელექტროავტომობილი გაიყიდა, ავტომობილების 24 % კი, ელექტროძრავაზე მუშაობს.

ნორვეგიაში ელექტრომობილების ყველაზე პოპულარულ მოდელებად Nissan Leaf, Tesla Model S, BMW i3, Volkswagen Golf ითვლება.

აღსანიშნავია, რომ კორპორაცია Volkswagen AG, 10 წლის განმავლობაში 1 მლნ. ელექტრომობილისა და ჰიბრიდული ავტომობილის რეალიზაციას გეგმავს. EV-ავტოს VW განყოფილების ხელმძღვანელი ტომას ლიბერი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ავტომწარმოებლი წარმოადგენს საკუთარ ეკოავტომობილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები