LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიამ გასტრონომიული ტურიზმის განვითარება დაიწყო

75

ნორვეგიამ გასტრონომიული ტურიზმის განვითარება დაიწყო. კულტურის სამინისტროს ინიციატივით გადაიღეს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და მათ სამზარეულოს ასახავს. სად არის საუკეთესო ყველი, სად ამზადებენ საუკეთესოდ კრევეტებს – ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკითხების, რომლებზეც ფილმებშია საუბარი. ნამუშევრები ნორვეგიის 5 დიდ ქალაქშია გადაღებული და თითოეულ მათგანში მთავარ როლს ადგილობრივი სამზარეულო ასრულებს. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ უგემრიელესი კერძები ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები