მსოფლიოში ნომერ პირველ ჩოგანს, სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს “კოვიდ 19” დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას news.sky.com ავრცელებს. დაინფიცირდა ჩოგბურთელის მეუღლე ელენაც.
ცოტა ხნით ადრე კი კორონავირუსი ჩოგბურთელებს ბორნა კორიჩს, გრიგორ დიმიტროვსა და ვიქტორ ტროიცკის დაუდასტურდათ. სამივე მათგანი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან ამხანაგურ ტურნირზე ასპარეზობდნენ.
ტურნირი მას შემდეგ შეწყდა, რაც დიმიტროვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი ვიქტორ ტროიცკის ორსულ ცოლსაც აღმოაჩნდა.
ტურნირის მიმდინარეობის დროს კორონავირუსი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელსაც დაუდგინდა, თავად ჩოგბურთელი კი ტესტის ჩაბარებაზე უარს აცხადებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირზე სოციალური დისტანცირების წესი არ იყო დაცული.