არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მესის ვუთხარი, რომ არ ღირს ასი იდიოტის მოსმენა, რომლებიც მას აკრიტიკებენ“.
ედგარდო ბაუსამ „ბარსელონას“ ფორვარდის ლეო მესის ეროვნულ გუნდში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
„მესისთან იმიტომ არ ჩავსულვარ, რომ დაბრუნებაში დამერწმუნებინა, ფეხბურთზე ვისაუბრეთ და თამაში განვიხილეთ. ორი საათი ვილაპარაკეთ და მან დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
მე ვუთხარი, რომ არგენტინაში არის ასი იდიოტი, რომლებიც მას მუდმივად აკრიტიკებენ, მაგრამ უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. ამ იდიოტებს რომ უსმინო, შეიძლება ჭკუიდანაც გადახვიდე.
მისი განცხადება მოწმობს, რომ მას ნაკრებში დაბრუნება და გამარჯვება სურს. ჩვენ მესის ყოფნით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ყოფნით უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ“, – თქვა ნაკრებში ახალდანიშნულმა ბაუსამ.