LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე „ახალ ტალღაზე“ რობინ სიქს შეხვდა

34

„ახალი ტალღა“, იურმალის მაგივრად, ამიერიდან სოჭში ტარდება. საქართველოდან წელს კონკურსზე არავინ გამგზავრებულა. სამაგიეროდ, მუსიკალური ღონისძიების სტუმარია წინა წლის გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე, რომელიც რამდენიმე დღეა, სოჭში იმყოფება.

ის სცენაზეც გამოვიდა, ლატვიის წარმომადგენელ ვალერი ბოგდანოვთან ერთად და დუეტი შეასრულა მეორე საკონკურსო დღეს. აღსანიშნავია, რომ ვალერიმ პირველ ტურთან შედარებით, უფრო მაღალი ქულები დაიმსახურა, რაშიც, ნუცამ აშკარად დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველმა მომღერალმა უამრავი ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის, კომპოზიტორ იგორ კრუტოისთან, იუმორისტ ტიმურ როდრიგესთან და ლატვიელ მონაწილესთან ერთად, თუმცა ჩვენი ყურადღება მიიქცია ამერიკელ ვარსკვლავ რობინ სიქთან ერთად ფოტომ.

რობინი საქართველოში განსაკუთრებულად ჰიტისთვის „blurred lines“ უყვართ. ნუცამ ფოტო მასთან კულისებში გადაიღო.

როგორც ჩანს, სიქი „ახალ ტალღას“ სტუმრობს.

nutsa buzaladze

nutsa buzaladze robin thicke

12074557_956062151109408_8035173476703927834_n

12065600_955617004487256_8986381445892521988_n

igor krutoistan ertad

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები