LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნება ავიხდინე – ნიკო როსბერგმა კარიერა დაასრულა

61

„ფორმულა 1“-ის ჩემპიონმა, გერმანელმა მრბოლელმა ნიკო როსბერგმა, 2016 წლის სეზონზე გამარჯვების შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ოცნება აისრულა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

”25 წლის განმავლობაში, რომელიც ავტოსპორტში გავატარე, ხმოლოდ ერთზე – მსოფლიოს ჩემპიონობაზე ვოცნებობდი. მიზნის მისაღწევად ბევრი მსხვერპლი გავიღე, ბევრი ტკივილი მოვითმინე და ძალიან ბევრი ვიშრომე. სასურველი შედეგი უკვე მივიღე”, – განაცხადა როსბერგმა.

შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს Mercedes-ის გუნდის პილოტი „ფორმულა 1“-ის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენმა კარიერის განმავლობაში პირველად მიიღო ეს ტიტული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები