„ბარსელონას“ ლიდერის, ლიონელ მესის მეუღლემ, ანტონელა როკუცომ საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაადასტურა, რომ ფეხმძიმედაა და მესამე შვილს ელოდება. ფოტოზე მესისა და მის ორ ვაჟს ანტონელას მუცელზე უდევთ ხელები.
„ოჯახი ხუთისგან“, – დაწერა ფეხბურთელის მეუღლემ.
მესისა და ანტონელას ორი ვაჟი ჰყავთ – ხუთი წლის ტიაგო და ორი წლის – მატეო. 30 ივნისს მათ მშობლიურ ქალაქ როსარიოში ოფიციალურად იქორწინეს.