LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახმა 80 წელი ბომბზე იცხოვრა

125
000IMPDA4A2F0PM0-C116-F4

პოლონელმა ოჯახმა 80 წელი იცხოვრა სახლში, რომლის იატაკის ქვეშაც ბომბა იყო განთავსებული. ამის შესახებ გამოცემა RMF 24 წერს.

16 თებერვალს ქალაქ სუჩედნიოვის ერთ-ერთმა მოქალაქემ პოლიციაში უჩვეულო კითხვით დარეკა. მამაკაცი სახლში რემონტს აკეთებდა, როცა იატაკის ქვეშ იპოვა რაღაც, რაც ძალიან ჰგავდა ბომბს. ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა დაადასტურეს, რომ სახლი ნამდვილად ავია ბომბზე იდგა და ასაფეთქებელი ნივთიერება 50 კილოგრამს იწონიდა.

როგორც გაირკვა, საბჭოთა წარმოების ბომბი ამ ადგილზე 80 წლის წინ, 1945 წელს წითელი არმიის შემოსვლის დროს დაეცა. ამის შესახებ სახლის მეპატრონეს ბებიისგან სმენია, თუმცა აქამდე ამ მონათხრობს ყველა ლეგენდად თვლიდა. ქალი ჰყვებოდა, რომ გერმანელების უკან დახევის დროს ნაღმი ჩამოვარდა, სახურავი გახვრიტა და იატაკში გაიჭედა. საბჭოთა სამხედროებმა ვერანაირი საფრთხე ვერ დაინახეს და ნაღმი იატაკშივე დატოვეს.

გამნაღმველებმა ბომბი უკვე ამოიღეს და მას მოგვიანებით სპეციალურ პოლიგონზე ააფეთქებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები