LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოკეან ელზის“ სოლისტი თბილისში მეუღლესა და სიმამრთან ერთად ჩამოდის

63

უკრაინული ჯგუფი „ოკეან ელზი“ თბილისში კონცერტს 22 ოქტომბერს გამართავს. ამ ღონისძიებას კომპანია „მეგა არტი“ წარადგენს. მისი წარმომადგენელი გვესაუბრა ექსკლუზიურად კონცერტის შესახებ.

მიხეილ მუშულოვი:

22 ოქტომბერს, 19 საათზე, ჯგუფ „ოკეან ელზის“ თაყვანისმცემლებს 19 საათზე ველოდებით. პროგრამა მოიცავს როგორც ჯგუფის ძველ სიმღერებს, ასევე კომპოზიციებს ახალი ალბომიდან. ვესაუბრეთ ჯგუფის ლიდერს, სლავა ვაკარჩუკს, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისური კონცერტი გამორჩეული იქნება. მას ბევრი რამ აკავშირებს საქართველოსთან. თბილისში კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, მეუღლესა და სიმამრთან ერთად ჩამოვა.

კონცერტი საათნახევრიანია, მაგრამ ვფიქრობ, ის ორ საათზე მეტხანს გასტანს.

ოთო ნემსაძეც ხომ არ გამოვა?

ჯერჯერობით, ამაზე არ გვისაუბრია, ასე რომ ვერ გეტყვით, მაგრამ გამორიცხული არაფერია. მოგეხსენებათ, უკრაინულ „ვოისში“ სწორედ ვაკარჩუკი იყო ოთო ნემსაძისა და მებო ნუცუბიძის მწვრთნელი.

რაც შეეხება ბილეთებს…

ბილეთების ფასი 40-დან 80 ლარია. დასადგომი ბილეთების ფასი 45 ლარია, ვიაიპი ზონის – 80 ლარი. ბილეთების შეძენა შეგიძია ფილარმონიის სალაროში, ასევე საიტებზე – tkt.ge, biletebi.ge

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები