„ბარსამ“ ბოლო 11 წელიწადში მე-8 ტიტული მოიგო.
წლევანდელი ჩემპიონობა არავის გაკვირვებია. სეზონის განმავლობაში მხოლოდ 4-ჯერ ჩაჩოჩდა მეორე ადგილზე – პირველ ორ ტურში და მერე მე-8-ში და მე-13-ში. ამის შემდეგ კატალონიელები სულ ლიდერები იყვნენ.
„ბარსას“ ბირთვული მაჩვენებლები აქვს:
83 ქულა ფინიშამდე 3 ტურით ადრე
2 წაგება; 86 გოლი; 25 მოგება
61% – ბურთის ფლობა
88.3% – პასების სიზუსტე
6.7 – კარში დარტყმა
ეს კლუბის 26-ე ტიტულია, „რეალამდე“ (33) ჯერ კიდევ შორია.
„მადრიდის“ ქომაგები დიდად არ ნაღვლობენ და ხუმრობენ კიდეც, რომ თავიანთი 26-ე ტიტული ჯერ კიდევ 22 წლის წინ მოიგეს.
ახალი მტკიცებულებები, რომ მესი ჩვენი პლანეტიდან არ არის:
32 მატჩი, 34 გოლი, 15 ასისტი
16 – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
5.1 – დარტყმა ერთ მატჩში
2.8 – პასი დასარტყმელად
15 სეზონი ლა ლიგაში
450 მატჩი
10 ტიტული
„ბარსაში“ ლეოს დებიუტიდან კლუბმა 406 მატჩი მოიგო პრიმერაში (567-დან) – ეს 72%-ია. ახლა მესის იმდენივე ტიტული აქვს, რამდენიც „ატლეტიკოს“ 116 წელიწადში.
მესი – „ბარსას“ ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც კლუბის რიგებში 10 ტიტული მოიგო. კიდევ ერთი მისი რეკორდი: 24 გოლი ლა ლიგაში შეცვლაზე შესვლის შემდეგ – 21-ე საუკუნეში ამაზე მეტი არავის გაუტანია.
ცალკე ზეიმი აქვს არტურო ვიდალს. მან ზედიზედ მე-8-ედ მოიგო ჩემპიონობა სამ სხვადასხვა გუნდთან: 2012-2015 – „იუვენტუსი“, 2016-2018 – „ბაიერნი“ და ახლა „ბარსა“ და პრიმერა.
ლეო მესის ყველა ტროფეი „ბარსელონას“ შემადგენლობაში
34 ტიტული

ყველა ტროფეი „ბარსელონას“ ისტორიაში
88 ტიტული

„ბარსელონას“ 2018/19 წლების საჩემპიონი შემადგენლობა

მესიმ მოიგო ლა ლიგის 10 ტიტული. ეს რეკორდია „ბარსელონას“ ისტორიაში
მორიგი მიღწევა.

„ლევანტესთან“ მატჩი 450-ეა მესისთვის ლა ლიგაში.