LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომანში სილამაზის კონკურსიდან 20 აქლემი ბოტოქსის გამო მოხსნეს 

110
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ომანში გამართული აქლემების სილამაზის კონკურსი სკანდალით დასრულდა – 20 ცხოველი დისკვალიფიცირებული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათ კოსმეტიკური ჩარევები ჩაუტარდათ.

გამოცემა Daily Mail წერს, რომ მსგავსი კონკურსები სპარსეთის ყურის ქვეყნებში რეგულარულად ტარდება. ღონისძიებები ბედუინების ტრადიციების ნაწილია და გამარჯვებულებს სოლიდური ფულადი პრიზები ერგებათ, რის გამოც კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

მკაცრი შეფასების კრიტერიუმების გამო, ზოგი მომშენებელი არაკეთილსინდისიერ გზას მიმართავს – აქლემებს ტუჩებს ბოტოქსით უდიდებენ, კუზის ვიზუალურად გასაზრდელად სილიკონის ცვილის ინიექციებს იყენებენ.

დარღვევები ვეტერინარებმა წინასწარი შემოწმების დროს გამოავლინეს. ინიექციების კვალი და ხელოვნური მასალები სპეციალისტებმა მარტივად შენიშნეს, რის შემდეგაც „გალამაზებული“ აქლემები კონკურსიდან მოხსნეს.

მსგავსი სკანდალი 2021 წელს საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა. მაშინ ორგანიზატორებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ წესების დამრღვევებს მკაცრი სანქციები დაეკისრებოდათ და კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები