LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს ბურთისკენ 59 კანდიდატი დაიძრა

40

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ტრადიციულად ახალი წლის დასაწყისში დაასახელებენ, როდესაც საუკეთესოს სამი გამორჩეული მოთამაშიდან აირჩევენ. მანამდე კი ასევე ტრადიციულად კანდიდატებს გადაარჩევენ და ეს ამბავი უკვე ამ თვის ბოლოს მოხდება. ოქტომბრის ბოლოს ფიფა ”ოქროს ბურთის” მაძიებელ 23 ფეხბურთელს დაასახელებს. ამ ეტაპზე კი კიდევ უფრო გაფართოებული სია გამოქვეყნდა: ჩამონათვალში 59 ფეხბურთელია შესული და აქედან რა გასაკვირია, რომ მადრიდის ”რეალი” და ”ბარსელონას” ლამის მთელი შემადგენლობით არიან წარმოდგენილი.
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი 11 იანვარს გვეცოდინება, რომლის მთავარი ფავორიტი წელს ლიონელ მესია.

მართალი სია ძალიან ტევადია, მაგრამ მაინც ჩამოგითვლით:

რონალდუ, ბეილი, ბენზემა, კროოსი, მოდრიჩი, რამოსი, ხამეს როდრიგესი (ყველა “რეალი”); მესი, ნეიმარი, ბრავო, მასკერანო, ინიესტა, რაკიტიჩი, სუარესი (ყველა “ბარსელონა”); ლევანდოვსკი, რობენი, ალაბა, მიულერი, ნოიერი (ყველა “ბაიერნი”); კიელინი, პოგბა, მორატა (ყველა “იუვენტუსი”); ვიდალი (“იუვენტუსი”/”ბაიერნი”); პირლო (“იუვენტუსი”/”ნიუ იორკ სიტი”); ტევესი (“იუვენტუსი”/”ბოკა ხუნიორსი”); დიეგო კოშტა, ვილიანი, კურტუა, აზარი (ყველა “ჩელსი”); ბონი, იაია ტურე, აგუერო (ყველა “მანჩესტერ სიტი”); ოტამენდი (“ვალენსია”/”მანჩესტერ სიტი”); დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”/”მანჩესტერ სიტი”); კავანი, იბრაჰიმოვიჩი, პასტორე (ყველა პსჟ); რუნი, დე ხეა ( “მანჩესტერ იუნაიტედი”); დეპაი (პსვ/”მანჩესტერ იუნაიტედი”); ოსპინა, ალექსის სანჩესი (“არსენალი”); გრიზმანი (“ატლეტიკო”); ჯექსონ მარტინესი (“პორტუ”/”ატლეტიკო”); ბაკა (“სევილია”/”მილანი”); ჯოვანი დოს სანტოსი (“ვილიარეალი”/ლოს ანჯელეს გელექსი”); კოუტინიო (“ლივერპული”); ჰენ მინ სონი (“ტოტენჰემი”/”ლევერკუზენი”); ატსუ (“ევერტონი”/”ბორნმუთი”); გერერო (“ფლამენგო”/”კორინთიანსი”); ვარგასი (ქპრ/”ჰოფენჰაიმი”); მედელი (“ინტერი”); კეინი (“ტოტენჰემი”); ლაკაზეტი (“ლიონი”); გუარდადო (პსვ); კარლოს სანჩესი (“რივერ პლეიტი”); ანდრე აიუ (“მარსელი”/”სუონსი”); ლუონგო (“სუინდონ თაუნი”); ოკაზაკი (“მაინცი”/”ლესტერი”).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები