LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს ბურთს რონალდო ეიფელზე მიიღებს

57

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს – „ოქროს ბურთს“ მიიღებს, რომელიც ფრანგული გამოცემის „ფრანს ფუტბოლის“ მიერ არის დაწესებული.

ამის შესახებ უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ.

პრიზის გადაცემის ცერემონია 7 დეკემბერს, ეიფელის კოშკზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 32 წლის პორტუგალიელი „ოქროს ბურთის“ ოთხგზის მფლობელია და თუ წელსაც მოიგებს ამ ჯილდოს, „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის გაუთანაბრდება.

2016-2017 წლების სეზონში რონალდო ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები